რურუა გარეთაა, შეთანხმების პირველი ეტაპი შედგა

27 აპრილი 2021, 20:07 801 ნახვა

“მთავარი არხის” ერთ-ერთმა მეწილემ, გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვა.  რურუა, 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 მუხლების მიხედვით წაუყენეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. იგი ციხიდან საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გამოვიდა.

„მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას! ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს!“ - წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

რურუას შეწყალება ოპოზიციის მიერ პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ განხორციელდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში