ბულვარს ახალი გენგეგმა უკვე აქვს

27 აპრილი 2021, 20:02 2037 ნახვა

ბულვარის განაშენიანების გეგმის განხილვის დაწყებამდე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან, ჯიხურების და კაფეების მოიჯარეები მივიდნენ, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. მათივე თქმით, აქვთ ინფორმაცია, რომ  ბულვარში მათი ობიექტების აღება იგეგმება. ხელშეკრულებები შეწყვეტილი აქვთ და ახალი კონცეფციის დამტკიცებამდე უცნობია, ახალ სეზონზე მათი ობიექტები როგორ გააგრძელებენ საქმიანობას.

რადგან ობიექტების დიდი ნაწილი ბულვარის ტერიტორიას ეკუთვნის. განხილვის დაწყებამდე მოიჯარეები სიტყვიერად დაუპირისპირდნენ ბათუმის ბულვარის ყოფილ დირექტორს, ირაკლი ჯინჭარაძეს.

ჯინჭარაძის მტკიცებით, ეს ადამიანები  ხელისუფლებამ მიუგზავნა. მოიჯარეების პროტესტისა და   შეხვედრაზე დასწრების მცდელობის გამო   ბულვარის  განაშენიანების გეგმის  არასამთავრობო ორგანიზაციებთან განხილვა  ჩაიშალა.

საჯარო განხილვა ხვალ არის ჩანიშნული,სადაც მოიჯარეებს  შეუძლიათ  დაესწრონ და პრეტენზიები  პასუხისმგებელ პირებთან გააჟღერონ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში