ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში

28 აპრილი 2021, 15:06 952 ნახვა

ირაკლი ღარიბაშვილი  საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ლიეტუვის  საგარეო საქმეთა მინისტრს  შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებსა და ლიეტუვისა და საქართველოს მრავალწლიან მეგობრობაზე ისაუბრეს.  ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე და ამ გზაზე ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერაზე. გაბრიელიუს ლანდსბერგისი  ქართველ კოლეგასაც შეხვდა.   

მამია ჩხარტიშვილი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში