,,მინისტრის საათი“ პარლამენტში

28 აპრილი 2021, 18:05 1373 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრი პარლამენტშია.  ეკატერინე ტიკარაძემ უწყების საქმიანობის შესახებ მათ ანგარიში უკვე ჩააბარა. ძირითადი  ყურადღება ეპიდვითარებას დაუთმო.  

ისაუბრა ვაქცინაციის პროცესზეც. საინტერესო განცხადება გააკეთა სამედიცინო მომსახურებების ერთიან სატარიფო პოლიტიკაზე  და თქვა, რომ პაციენტებს კვლავ სთხოვენ დამატებით თანხებს კლინიკებში. 

ამ წუთებში დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს და ამ ფორმატში მას 27 წლის ექთნის გარდაცვალების საქმეზეც ჰკითხეს. აქტუალური იყო კოვიდ რეგულაციების გამო  დაწესებული შეზღუდვების საკითხები.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში