სუს-ის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში პარლამენტში

29 აპრილი 2021, 12:11 775 ნახვა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს უწყების 2020 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, დოკუმენტის თანახმად, ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების ნომერ პირველი გამოწვევა კვლავ რუსული ოკუპაცია და მისგან მომდინარე შედეგებია.  ანგარიშის წარდგენის შემდეგ გრიგოლ ლილუაშვილი კანონმდებლების კითხვებს უპასუხებს. მიმდინარე კვირაში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში, უკვე მოისმინეს 3 კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, რომელიც უწყების პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა წარადგინა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში