საქსტატის ანგარიში

29 აპრილი 2021, 15:40 1240 ნახვა

2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის  ზრდამ 4 პროცენტი შეადგინა, ხოლო 1-ლი კვარტლის საშუალო რეალურმა კლებამ  4.2  პროცენტი ინფორმაციას ამის შესახებ საქატატის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. 2021 წლის მარტში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა  საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობაში დაფიქსირდა. უწყების განმარტებით, ასევე გაზრდილია ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობის  და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებში ბრუნვის მაჩვენებელი. არსებული მონაცემების მიხედვით,  ზრდის ტენდენცია  შეინიშნება ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ასევე ინფორმაცია  კომუნიკაციის მიმართულებით. კლება კი დაფიქსირდა  მშენებლობის, სამთომოპოვებითი მრეწველობის, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში