მოუწესრიგებელი ტურისტული ლოკაცია

01 მაისი 2021, 20:02 1456 ნახვა

გაუმართავი ინფრასტრუქტურა პოპულარულ ტურისტულ მარშუტზე მირვეთის ჩანჩქერთან მისასვლელი ბილიკი დაზიანებულია, ხოლო ჩანჩქერის ტერიტორიაზე მორყეულია სკამები და მაგიდები, ბუდობს ანტისანიტარია.

გიდები ამბობენ, რომ აქ ტურისტთა ნაკადი ისევ გახშირდა, რადგან სტუმრები ისრაელიდან ისევ აქტიურად ჩამოდიან.

ხელვაჩაურის მერიაში პრობლემის შესახებ იციან, უწყებამ კეთილმოწყობაზე ტენდერიც კი გამოაცხადა, რომელიც ჩავარდა, მეორე ტენდერის გამოცხადებას კი ამ თვეში გეგმავენ.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში