ელგუჯა ბაგრატიონი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

02 მაისი 2021, 18:33 1581 ნახვა

ელგუჯა ბაგრატიონი თავისუფალია. პოლიტიკოსი მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძემ ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა. ბაგრატიონმა ადვოკატის აყვანის მიზეზით პროცესის გადადება მოითხოვა. სასამართლო საქმეზე მსჯელობას 12 დღის შემდეგ გააგრძელებს. პროცესი 14 მაისს 15 საათზეა ჩანიშნული.

სამართალდამცავი უწყება პოლიტიკოსს პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. ელგუჯა ბაგრატიონი ბათუმის ერთ-ერთ სასაფლაოსთან 2000 ლარითაც დააჯარიმეს. „ტრაგიკულად დაღუპული მეხანძრე-მაშველის მეუღლე სასაფლაოზე შესვლას ცდილობდა, პოლიციამ არ შეუშვა, რაც გავაპროტესტე და პოლიციამ მალევე დამაკავა“ - აცხადებს ელგუჯა ბაგრატიონი. მთავრობის გადაწყვეტილებით, 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით სასაფლაოზე გასვლა აკრძალულია.

სასაფლაომდე მისასვლელ გზებს სამართალდამცველები აკონტროლებენ. რეგულაციის დამრღვევი პირი კი 2000 ლარით ჯარიმდება

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში