ამნისტიის კანონპროექტების განხილვა უქმე დღეების შემდეგ დაიწყება

04 მაისი 2021, 12:01 1010 ნახვა

უქმე დღეების გამო, რამდენიმე დღით გადაიდო 20 ივნისის მოვლენებზე პარლამენტში წარდგენილი ამნისტიის პროექტების ბიუროზე ინიცირება და საკომიტეტო განხილვის პროცესის დაწყება. პარლამენტში განმარტავენ, რომ ამნისტიის პროექტები პირველივე ბიუროზე გავა, რომელიც უქმე დღეების დასრულებისთანავე გაიმართება. ქვეყანაში გამოცხადებული უქმე დღეების გამო, საპარლამენტო საქმიანობა სრულად შეჩერებული იქნება. არ გაიმართება პარლამენტის ბიუროსა და კომიტეტების სხდომები.  

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში