ქვეყანაში "ასტრაზენეკას" დამატებითი დოზები ჩამოვა, რაც უკვე აცრილი მოქალაქეების მეორედ აცრას მოხმარდება - თამარ გაბუნია

04 მაისი 2021, 13:15 1113 ნახვა

6 მაისს ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ დამატებითი დოზები ჩამოვა, რაც უკვე აცრილი მოქალაქეების მეორედ აცრას მოხმარდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ივნისში "კოვაქსიდან“ "ფაიზერის“ გარკვეული დოზების მიღება არის მოსალოდნელი.

"ამ ეტაპზე გვაქვს "სინოფარმი", ასევე იცით, რომ "სინოვაკი" ჩამოვიდა ქვეყანაში და მის გამოყენებასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად დავიწყებთ. მოგეხსენებათ, გუშინ გამოქვეყნდა ძალიან კარგი მონაცემები ორივე ვაქცინის ეფექტურობის შესახებ, რაც იმედისმომცემია, იმ კუთხით, რომ მალე ავტორიზაციას ორივე ვაქცინა მიიღებს.

ასევე მოკლე ხანში შესაძლებელია "ნოვავაქსის" მეტად აქტიურად გამოჩენა ბაზარზე, როგორც "კოვაქსის" პლატფორმის ასევე უშუალოდ "ნოვავაქსთან" მოლაპარაკების საშუალებით. ივნისში "კოვაქსის" პლატფორმიდან "ფაიზერის" გარკვეულ დოზებს ველოდებით" - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში