ეპიდსიტუცია კლინიკაში საწოლების დამატებას საჭიროებს - გაბუნია

04 მაისი 2021, 17:44 925 ნახვა

გართულებული  ეპიდმდგომარეობის გამო  კლინიკებში  საწოლების დამატების საჭიროებას გაუსვა ხაზი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. კოვიდსაავადმყოფოებში  ამ ეტაპზე  4200 -ზე მეტი  პაციენტი მკურნალობს, კვირის ბოლომდე კი   საწოლების რაოდენობა 6 ათასამდე უნდა გაიზარდოს. 

რაც შეეხება ვაქცინებს, 6  მაისს ასტრაზენეკას  43 ათასი დოზა უნდა შემოვიდეს, თამარ გაბუნიას ინფორმაციით,  ივნისში ფაიზერის ვაქცინის გარკვეულ დოზებსაც ელოდებიან.

ქვეყანას ასევე  აქვს ჩინური ვაქცინა   სინოვაკი , თუმცა  მისი გამოყენება  გაბუნიას  თქმით,  ჯანმოს რეკომენდაციის მიხედვით უნდა დაიწყოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში