ვაქცინაციის პროცესში ჩართულია 8 კლინიკა

04 მაისი 2021, 18:04 1199 ნახვა

ჩინური ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი ქვეყანაში დაიწყო. „სინოფარმით“ ვაქცინაცია ამ ეტაპზე აჭარაში 8 პოლიკლინიკაში არის შესაძლებელი, მათ შორის მუნიციპალიტეტებშია გახსნილი იმუნიზაციის ცენტრები, სადაც  ჯამში დღეს 70-ზე მეტი ადამიანი აიცრა. ერთ-ერთი პირველი, ვინც ჩინური პრეპარატით გაიკეთა აცრა ამირან გამყრელიძეა, რომელმაც ამ ფორმით მაგალითი მისცა მოსახლეობას. 

სინოფარმი“  საქართველოში შემოტანილი ერთადერთი ვაქცინაა, რომლით  აცრა  18 წელს გადაცილებულ ყველა  ადამიანს შეუძლია. ჩინური წარმოების სინოფარმის 100 000 დოზაა  საქართველოში შემოტანილი და 18 ათასზე მეტი დოზა უკვე დაჯავშნილია. 

რაც შეეხება ეპიდვითარებას აჭარაში, ინფიცირების მაჩვენებელი ბოლო დღე-ღამეში 6%-მდე გაიზარდა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში