კანონპროექტი ამნისტიის შესახებ-შეფასებები

05 მაისი 2021, 11:51 1376 ნახვა

ჯერ კიდევ ღიაა კითხვებზე პასუხები, როდის და რა ფორმით გამოვა ნიკა მელია საპატიმროდან, ისარგებელბს თუ არა პოლიტიკოსი ამნისტიის კანონით ან შეიქმნება თუ არა პარლამენტში  საგამოძიებო კომისია, რომელმაც 20 ივნისის საქმეზე უნდა იმუშაოს.   კომისიის შექმნის მოლოდინი უკვე გაუქრათ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ  ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს. მიაჩნიათ, რომ ქართული ოცნების მიერ მომზადებული კანონპროექტი ამ   იდეას კლავს. ფიქრობენ, რომ მმართველი ძალა დოკუმენტის ამ  ვერსიით ცდილობს ევროპელი პარტნიორების დახმარებით მიღწეული შეთანხმება ჩაშალოს. კანონპროექტი ვერ იქნება მხოლოდ ნიკა მელიაზე მორგებული-ასეთია ქართული ოცნების პოზიცია , დღეს შსს მინისტრმა კი თქვა, რომ როგორც მინისტრი აღნიშნული კანონპროექტების წინააღმდეგია.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში