ბარცხანის ხიდი გადაკეტილია-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

05 მაისი 2021, 15:15 1189 ნახვა

ე.წ. ბარცხანის ხიდი გადაკეტილია, მოძრაობა შეჩერებულია გოგოლის ქუჩაზეც- მიზეზი სარეაბილიტაციო სამუშაობის დაწყებაა. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამოცხადებული  ტენდერი დასრულდა,  იწყება ავარიული ხიდის განახლება და სრულად გოგოლის ქუჩის რეაბილიტაცია.   სატენდერო თანხა 2 მილიონ ნახევარი ლარია.   სამუშაოების დასრულების ვადად კი 2021 წლის დეკემბერია განსაზღვრული.  ცნობისთვის,  ხიდის რეაბილიტაციაზე ტენდერი მერიამ  2019  წელს ორჯერ გამოაცხადა, თუმცა მონაწილეობა არავინ მიიღო.  ამჯერად კი სამუშაობს  კომპანია ,, ბონდი 2009’’ შეასრულებს. 366 მეტრის ხიდზე სატრანზიტო ავტომანქანები მოძრაობდა.  ხიდი წლებია ავარიულ მდგომარეობაშია. საავტომობილო მოძრაობა, მათ შორის სატრანზიტო  სხვა ქუჩაზე გადაერთვება.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში