ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოდის

06 მაისი 2021, 14:46 2711 ნახვა

ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. ვასაძემ პოლიტიკურ გეგმებზე "თბილისი მარიოტში" გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ეს მძიმე გადაწყვეტილებაა.

"მივიღე ჩემთვის პირად ჭრილში ძალიან მძიმე გადაწყვეტილება,რომ დავემშვიდობო ჩემთვის საყვარელი კერძო პირის მდგომარეობას, გადავდგა ნაბიჯი,შემოვიდე და მონაწილეობა მივიღო ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ჩემი გადაწყვეტილების ძირითად მიზეზაზად მოგვევლინა ის ფაქტი, რომ ქვეყანა შესულია პერმანენტული კრიზისის პირობებში, როგორც პოლიტიკური,ეკონომიკური,ისე კულტურული, სოციალური,იდეოლოგიური თვალსაზრისით", - აცხადებს ლევან ვასაძე.

ლევან ვასაძის საზოგადოებრივ მოძრაობას „ერთობა, რაობა, იმედი“ ერქმევა, რომელიც შემდეგ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში