ლევან ვასაძე პოლიტიკაში მიდის

06 მაისი 2021, 18:02 1261 ნახვა

ლევან ვასაძემ პოლიტიკაში  მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო.  ამბობს, რომ ამ ნაბიჯს   ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სოციალური თუ იდეოლოგიური კრიზისის გამო დგამს. მან  საზოგადოებრივი მოძრაობა შექმნა, რომელსაც "ერთობა, რაობა და იმედი" დაარქვა  და როგორც განმარტა, სწორედ  ეს მოძრაობა გარდაიქმნება  პოლიტიკურ პარტიად.  მოძრაობის  სახელით პირველ აქციას  16 მაისს  გეგმავს.  

ლევან ვასაძის თქმით, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ მათი მოქმედების გეგმა იქნება სრულიად მშვიდობიანი, ცივილიზებული და ლეგიტიმური.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში