გვალვა ყველა სეზონზე შუახევში

06 მაისი 2021, 20:03 1645 ნახვა

შუახევში, სოფელ ნიგაზეულში მოსახლეობას უწყლობა აწუხებს. ამბობენ, რომ ავზი, რომელიც ადგილობრივმა თვითმმართველობამ   ააშენა, უმეტესწილად ცარიელია, როცა წყალი მოდის, მაშინაც სასმელად უვარგისია.

სოფელში წყლის  პრობლემა შუახევჰესის მშენებლობის დროს დადგა. მოსახლეობის მტკიცებით, თვითმმართველობის მიერ გატარებული ღონისძიებები უშედეგო აღმოჩნდა.

შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებით, პრობლემას თვითმმართველობაში იცნობენ.

როგორ აპირებენ შესაბამისი სამსახურები საკითხის გადაჭრას? 

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში