კორონავირუსით ინფიცირებული ახალნამშრობიარები 34 წლის ქალი და ჩვილი გარდაიცვალნენ

07 მაისი 2021, 16:20 1898 ნახვა

თბილისში, კორონავირუსით ინფიცირებული ახალნამშრობიარები ქალი გარდაიცვალა. ის ბოკერიას სახელობის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა.

34 წლის ქალი 30 კვირის ფეხმძიმე იყო და მას თანმდევი ქრონიკული დაავადება არ ჰქონია.

ჰოსპიტლის კლინიკური დირექტორის, ალექსი ვაჩაძის თქმით, სუნქთვის სერიოზული უკმარისობის მიუხედავად, მდგომარეობა არ იყო სარეანიმაციო ამიტომ, პაციენტი თავდაპირველად სამეანო განყოფილებაში გადაიყვანეს, თუმცა რამდენიმე დღეში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

"34 წლის ქალი ჩვენთან, 19 აპრილს მოვიდა, კოვიდდადებითი, სუნთქვის უკმარისობით, ჟანგბადდამოკიდებული. რადგან მხოლოდ ჟანგბადდამოკიდებული იყო და არ იყო მძიმე პაციენტი, თავიდან განთავსდა სამეანო განყოფილებაში. 3 დღის შემდეგ ფილტვების დაზიანებით მისი მდგომარეობა დამძიმდა და 22 რიცხვში გადავიყვანეთ რეანიმაციაში, მექანიკურ ვენტილაციაზე.

მუდმივად მიდიოდა ნაყოფის მონიტორინგი, 24 რიცხვში მონაცემები ისე შეიცვალა, რომ გადაწყვეტილება მიიღეს საკეისრო კვეთის შესახებ... ბავშვი გახდა ხელოვნურ სუნთქვაზე გადასაყვანი და რამდენიმე დღე იცოცხლა. დედას დროთა განმავლობაში გაუარესდა მდგომარეობა, 27-ში დიალიზი დაგვჭირდა, მერე ცოტა დასტაბილურდა, გუშინ ნაშუადღევს კი გარდაიცვალა", - ამბობს ბოკერიას კლინიკის კლინიკური დირექტორი. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში