სტატისტიკის სამსახურის ყოფილ შენობაში მცხოვრები ოჯახები დახმარებას ითხოვენ

07 მაისი 2021, 17:30 967 ნახვა

ქობულეთში, ყოფილი სტატისტიკის შენობაში თვითნებურად შესახლებული 12 ოჯახი აჭარის ეკონომიკის სამინისტროს და ქობულეთის მერიას დახმარებას სთხოვს. ისინი ფართების დაკანონებას ან ალტერნატიული საცხოვრებლის გადაცემას ითხოვენ. მოქალაქეები შიშობენ, რომ შენობიდან გამოასახლებენ, რადგან ოფიციალური დოკუმენტი არ აქვთ და კონკრეტული შეთანხმება, ამ ეტაპისთვის, ვერ შედგა.  

სტატისტიკის სამსახურის ყოფილი შენობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა. თვითნებურად შესახლებულები აცხადებენ, რომ საქმეში ფიგურირებდა ქობულეთის საკრებულოს წევრი, რომელიც გარდაიცვალა. შენობა-ნაგებობა კი მის ნათესავს გადაუფორმა. მათ უკვე შეხვდა ქობულეთისა და მახინჯაურის მაჟორიტარ დეპუტატი, რომლებმაც თქვა, რომ თვითნებურად შესახლებულების გამოსახლება არ იგეგმება.   

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში