ეპიდვითარება მძიმდება, ვაქცინაცია ჯერ ვერ შველის

07 მაისი 2021, 20:07 1372 ნახვა

უქმე დღეების დასრულებამდე და სკოლებში სწავლის განახლებამდე 4 დღე რჩება. მზარდია კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა.  დადებითობის  დღიური - მაჩვენებელი  6,06%-ია.

დაიწყო სხვადასხვა უწყების თანამშრომელთა ნებაყოფლობითი, თუმცა ორგანიზებული ვაქცინაცია. პროცესში დღეიდან მასწავლებლებიც ჩაერთვნენ. 

ბოლო 24 საათში კოვიდ 19 დაუდასტურდა  1 547 მოქალაქეს. პაციენტების ნაწილი მკურნალობას კლინიკაში, ნაწილი კოვიდსასტუმროში, ზოგი კი საკუთარ სახლში, ონლაინ რეჟიმში გადის.

არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სპეციალისტების თქმით,    განგაშის საფუძველს იძლევა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში