პრეზიდენტი "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებებზე ვეტოს არ გამოიყენებს

07 მაისი 2021, 20:36 1127 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ვეტო არ გამოიყენა. აღნიშნულის შესახებ მან ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვეტოს გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არასაკმარისი აღმოჩნდა, თუმცა სამომავლოდ ასეთი პროცესი, რომელიც გულისხმობს ყველას პოზიციის გაცნობას და შეჯერებას, აძლევს პრეზიდენტს საშუალებას, რომ ეს ინსტრუმენტი საჭიროების შემთხვევაში ეფექტურად გამოყენებული იყო" - განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება პრემიერ მინისტრთან, უმრავლესობის წევრებთან და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციონერებთან, გამართული შეხვედრების შემდეგ მიიღო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში