ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხულოში

08 მაისი 2021, 12:03 1890 ნახვა

ხულოში მამულაძის ქუჩის რეაბილიტაცია გრძელდება. დაბაში  არსებული ერთ-ერთი მთავარი ქუჩის კეთილმოწყობა თვითმმართველობამ გასულ წელს დაიწყო. 

მიმდინარე წელს დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკის გაგრძელება, გზის  ორივე მხარეს საყრდენი კედლის მოწყობა, რომელიც დეკორატიული ქვებით გაფორმდება.

ასევე დაგეგმილია განათებებისა და  სკამების მონტაჟის. მერიას 1მილიონ 57 ათას ლარიან პროექტზე ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში