ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება

08 მაისი 2021, 17:56 3045 ნახვა

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება ბათუმის შემოვლითი გზა 13 კილომეტრიანი მონაკვეთს მოიცავს. ამ ეტაპზე, სამშენებლო სამუშაოები 11 ხიდზე მიმდინარეობს, ხოლო 7 ხიდზე ძირითადი სამუშაოები დასრულებულია. ძირითადი სამუშაოები დასრულებულია 1 გვირაბზე, გაჭრილია 2 გვირაბი და მიმდინარეობს 2 გვირაბის მშენებლობა.ამჟამად არსებული გზა გადის ტურისტულ და საცხოვრებელ ზონაში, რაც ართულებს საერთაშორისო სატრანზიტო ტრანსპორტის მიმოსვლას. პროექტის განხორციელების შედეგად, ბათუმის შემოვლითი გზა, უკვე აშენებულ ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად სრულად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში..

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში