10 დარღვევა 19 წლის გოგოს კოვიდით დაღუპვის საქმეზე

08 მაისი 2021, 18:17 943 ნახვა

კორონავირუსის დიაგნოზით გარდაცვლილი 19 წლის თეკლა თორდიას საქმეზე სამედიცინო რეგულირების სააგენტომ  10 სახის დარღვევა ნაკლოვანება გამოავლინა. -ამის |შესახებ ინფორმაციას„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ავრცელებს. ორგანიზაციის იურისტის განმარტებით, დასკვნაში აღნიშნულია, რომ პაციენტის გადარჩენა დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის გამო ვერ მოხერხდა. ამასთან მისი როგორც შაქრიანი დიაბეტის მქონე პაციენტის მდგომარეობა არ შეფასდა ჯეროვნად, რის გამოც თავდაპირელად იგი კოვიდ სასტუმროში მოათავსეს. დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ ჰოსპიტალიზაციის პრობლემა განპირობებული იყო მძიმე ეპიდსიტუაციით.ჯანდაცვის რეგულირების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თეკლა თორდიას გარდაცვალების საქმეზე განიხილება ორი ექიმის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში