ციხიდან რომ გამოხვალ ერთი კარგი კონიაკი ჩემზე იყოს - ნატო ჩხეიძე

09 მაისი 2021, 10:51 1414 ნახვა

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ნატო ჩხეიძე სოციალურ ქსელში ნიკა მელიას მიმართვს.

“მგონი ერთადერთი ვარ ოპოზიციიდან, ნიკა მელია ციხეში რომ არ მომინახულებია.

პ.ს. სიზმარში რომ ვნახე მელია ამ ერთი თვის წინ და დავწერე ფბ-ზე, იმისთანა გნიასი ატყდა, ბოტებ-ტროლების და მათ აყოლილი პირების მიერ, რომ ახლა ცხადში რომ ვნახო, წარმომიდგენია, რა ამბავი მოყვება.

ასე, რომ - არ ვნახავ.

თუმც, რომ გამოხვალ ციხიდან ნიკა, მერე კი გნახავ და ერთი კარგი კონიაკიც ჩემზე იყოს“, – წერს ნატო ჩხეიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში