აჭარის ფინანსთა მინისტრი ტელეკომპანია პირველს უჩივლებს

09 მაისი 2021, 12:04 5144 ნახვა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ საგამოძიებო რეპორტაჟს სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა. 

ჯაბა ფუტკარაძე სასამართლოში ჩივილს აპირებს.  ამბობს, რომ სიუჟეტში მისი მისამართით გაჟღერებული ბრალდებები მიზანმიმართული დისკრედიტაციაა და კონკრეტულ საქმესთან არანაირი კავშირი არ ჰქონია.

ფუტკარაძე "ნოდარ მელაძის შაბათის" წინააღმდეგ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიასაც მიმართავს.

საუბარია გუშინ ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ მასალაზე, სადაც ჯაბა ფუტკარაძეს ქრთამის აღებაში ადანაშაულებდნენ.

მინისტრი ირწმუნება, რომ სიუჟეტის მომზადებისას ჟურნალისტს მასთან კავშირი არ ჰქონია. იგი გასულ მასალას ცილისმწამებლურს უწოდებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში