ოპოზიცია და "ქართული ოცნება" საარჩევნო რეფორმაზე მოლაპარაკებებს იწყებენ

10 მაისი 2021, 11:44 771 ნახვა

პოლიტიკოსები საარჩევნო რეფორმაზე მსჯელობას დღეს კაჭრეთში აპირებენ.  შეხვედრა, რომელზეც ოპოზიცია კონკრეტული წინადადებებით მიდის, სავარაუდოდ, 2 საათზე დაიწყება. მთავარი განსახილველი საკითხი საარჩევნო ადმინისტრირების დაკომპლექტების წესია. მხარეები თანხმდებიან, რომ საკითხზე მუშაობა, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყონ. მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერმა ხელისუფლების ოპონენტებმა პოზიციები გუშინ, დღის ბოლოს "ლელოს" ოფისში გამართულ დახურულ კონსულტაციებზე შეათანხმეს. ოპოზიცია ამბობს, რომ გირაოს გადახდით ევროკავშირმა აღიარა, რომ მელია პოლიტპატიმარია. ხელისუფლების წევრები კი საპირისპიროს ფიქრობენ, განმარტავენ, რომ ევროკავშირმა აღნიშნა, რომ მელიას მიმართ სამართლებრივი საქმე სწორი იყო და მას როგორც პოლიტპატიმარს არ აღიქვამს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში