საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ჩრდილოეთ მაკედონიაში

10 მაისი 2021, 18:02 1028 ნახვა

საქართველოს მოქალაქეები ჩრდილოეთ მაკედონიაში უვიზო მიმოსვლას შეძლებენ - შეთანხმებას პრეზიდენტებმა ხელი უკვე მოაწერეს.  ასევე გაფორმდა კულტურის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი.

მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრა გამართა. ისაუბრეს საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესსა და ამ მიმართულებით ჩრდილოეთ მაკედონიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.

განიხილეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება, პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური სირთულეები ასევე, საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი.

სალომე ზურაბიშვილმა დეტალურად ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე, ადამიანთა გატაცებაზე, უკანონო პატიმრობასა და ზაზა გახელაძის შესახებ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში