პარლამენტში შესვლაზე ხვალიდან გავმართავ კონსულტაციებს კოლეგებთან ახლა ცალსახა პასუხი არ მაქვს - ნიკა მელია

10 მაისი 2021, 18:52 984 ნახვა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას კოლეგებთან კონსულტაციების შედეგად მიიღებს.

„ხვალიდან გაიმართება ძალიან მჭიდრო კონსულტაციები, პირველ რიგში, უშუალოდ პარტიაში და ასევე, ყველა იმ პირთან, რომლებიც პარლამენტში შევიდნენ. ამას დასჭირდება არა ერთი დღე, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მივიღოთ. ვიცი, რომ პარტიაში არის განსხვავებული პოზიციები ამ საკითხზე. პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში უნდა შევიდეს თუ არა, მეც კი ვერ გეტყვით.  ამ საკითხების დეტალურად  გავლას ვაპირებ. ახლა ცალსახა პასუხს ვერ გაგცემთ. გადაწყვეტილება უნდა იყოს პრაგმატული, რაციონალური. ბრძოლის გამარჯვების გვირგვინი მე ვერანაირად ვიქნები, რადგან ეს პოლიტიკური ციხე დავტოვე. ჩემი რწმენით, ჩვენ პერიოდულად გვავიწყდება რა დაუნდობელ მოწინააღმდეგეს ვებრძვით. დარწმუნებული ვარ, არ ვარ ბოლო პოლიტიკური პატიმარი, ვიდრე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაშია“, - განაცხადა მელიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში