რა დილა თენდება, 13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს - გიგი უგულავა 

11 მაისი 2021, 11:19 866 ნახვა

13 მაისს ოპოზიციონერ გიგი უგულავას სასამართლო პროცესი ჩაინიშნა - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად გიგი უგულავა ავრცელებს. 

საქმე ეხება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2 წლის წინ მომხდარ ინციდენტს.

''რა დილა თენდება.

13 მაისს სასამართლო პროცესი ჩამინიშნეს. მე რომ აეროპორტში ძიუდოს ევროპის ვიცე-ჩემპიონს ბადრი საბა გავაშელიშვილს ვცემე, აი ეგ საქმე.

მოკლედ, ივანიშვილის სამართლის სპარტაკიადა გრძელდება. ესტაფეტა გადაცემულია. ერთი დღე არ უნდა მოცდეს სასამართლო პოლიტიკური საქმის გარეშე'' - დაწერა უგულავამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. 

გიგი უგულავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აქვს წარდგენილი რაც ძალადობას გულისხმობს. მას ძიუდოისტ ბადრი გავაშელიშვილის ცემას ედავებიან. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში