რეგიონში კოვიდრეგულაციები უკონტროლოა- ლელო

12 მაისი 2021, 12:25 1290 ნახვა

საქართველოსა და აჭარის ჯანდაცვის მინისტრებს კოვიდრეგულაციების კონტროლის გამკაცრებისკენ მოუწოდებენ „ლელოს“ წარმომადგენლები. ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებაზე მათ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ ყველაზე მეტი დარღვევა თბილისის შემდეგ ბათუმსა და ქუთაისში ფიქსირდება. ამბობენ, რომ  მოქალაქეები არ ატარებენ ნიღბებს და არ იცავენ დისტანციას, რაც ვატო სურგულაძის შეფასებით ქვეყანას იმავე საფრთხის წინაშე აყენებს, რაც მეორე ტალღის დროს შეიქმნა. მისივე ინფორმაციით, საავადმყოფოებში ადგილები აღარ არის, და გარდაცვალების შემთხვევები ბოლო კვირაში განსაკუთრებით მაღალია.  რაც შეეხება რეგულაციებს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მისი კონტროლი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული რეგულირების სამსახურის  ფუნქციაა.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში