ონლაინ დისკუსია ევროპარლამენტარების მონაწილეობით

12 მაისი 2021, 17:31 985 ნახვა

საქართველოს მიერ პოლიტიკური სტაბილურობის აღდგენა  და რეფორმები-ეს იყო ონლაინ დისკუსიის თემა, რომელშიც ევროკავშირის მედიატორი კრისტიან დანიელსონიც მონაწილეობდა.

ევროპელი დიპლომატი აცხადებს, რომ 19 აპრილის შეთანხმება მნიშვნელოვანია, რადგან მან შექმნა შესაძლებლობა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად. ამასთან შარლ მიშელს მიაჩნია, რომ საქართველოს შეუძლია ევროკავშირის დახმარების იმედი ჰქონდეს, როგორც პოლიტიკური, ასევე კონკრეტული დახმარების სახით. 

ევროპარლამენტარ  პეტრას აუსტრევიჩიუსი კი ამბობს, რომ  საქართველომ განიცადა რეპუტაციული ზიანი,   ახლა ვითარების გამოსწორებისა და შეთანხმების დოკუმენტის იმპლემენტაციის დროა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში