ამნისტიის 2 კანონპროექტი

13 მაისი 2021, 18:05 931 ნახვა

ამნისტიის შესახებ კანონპროექტების განხილვა მომავალი კვირიდან დაიწყება. მანამდე კი იქნება საკომიტეტო განხილვები. მმართველ გუნდში ისევ ირწმუნებიან, რომ კანონპროექტში ჩანაწერი ყველას თანაბრად ეხება და კონკრეტულ ადამიანებზე მორგებული არ არის.

საბოლოოდ დოკუმენტის დამტკიცებამდე პოლიტიკოსებს შორის ისევ აზრთა სხვადასხვაობაა და კონკრეტულ მუხლებთან დაკავშირებით ისინი უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში