აშშ ელჩი ოპოზიციასა და პარლამენტზე

13 მაისი 2021, 20:03 1064 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც 19 აპრილის შარლ მიშელის დოკუმენტის აღსრულებას მოწმობს.

კითხვაზე თუ როგორ წარმოუდგენია პროცესის გაგრძელება, როცა სასამართლოში ჯერ ისევ მიმდინარეობს ნიკა მელიას, ასევე „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სასამართლო პროცესები.

კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ამიტომ არის მნიშვნელოვანია სასამართლო რეფორმის იმგვარი განხორციელება, რომ მისდამი საზოგადოებას და ასევე პოლიტიკურ პარტიებს ჰქონდეთ ნდობა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში