დმანისში დაპირისპირების ფაქტზე არავინ არ არის დაკავებული - ვახტანგ გომელაური

17 მაისი 2021, 21:33 1026 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ამ დროისთვის დმანისში მომხდარი დაპირისპირების საქმეზე არცერთი პირი დაკავებული არ არის.

მისივე თქმით, დმანისის დაპირისპირებაში მონაწილე პირები ამ წუთებში, გამოკითხვაზე იმყოფებიან, რის შემდეგაც მათ გაათავისუფლებენ.

 "ამ წამს დაკავებული არც ერთი ადამიანი არ არის, გამოკითხვაზე იმყოფებიან. გამოკითხავენ და გამოვუშვებთ, თუმცა, გამოძიება დაწყებულია და მიდის გამოძიება, რამდენი ადამიანი იქნება მომავალში დაკავებული, არ ვიცით ჯერ. ამ წამს, დღეს, დაკავებული არავინ იქნება, იქნება გამოკითხული და გამოშვებული, გამოვიძიებთ.

რაც შეეხება ინციდენტს, რომელიც ქვემოთ მოხდა, 5-6 ლოკაციაზე იყო პოლიციელები განაწილებული, სამწუხაროდ, არა დმანისიდან ჩასულები, არამედ, ზოგი თბილისიდან, რუსთავიდან და სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული ადამიანები იყვნენ, სადაც დაიძაბა სიტუაცია და იქ შეხლა-შემოხლა მოხდა.

როგორც განცხადება გაკეთდა, ჟურნალისტები დაზიანდნენ, ამაზე დიდი გამოძიებაა დაწყებული, ერთი საქმეა გამოყოფილი და ამის ფარგლებში იქნება გამოკვლეული“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში