საარჩევნო რეფორმა

19 მაისი 2021, 11:02 916 ნახვა

საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებული ტექსტი  ვენეციის კომისიას  მალე გაეგზავნება. წინ ტექნიკური პროცედურებია, მათ შორის  საჭიროა დოკუმენტის თარგმნა. 

სწორედ ამის შემდეგ ვენეციის კომისიაში და ოდირში განმეორებითი დასკვნისთვის გადაიგზავნება.  უმრავლესობაში იმედოვნებენ, რომ დასკვნას კანონპროექტის მეორე მოსმენამდე მიიღებს  პარლამენტი.

ოპოზიციის უმეტესობა მიღწეული შედეგით კმაყოფილია. ამბობენ, რომ კანონპროექტში სრულად მოხდა იმ საარჩევნო ცვლილებების ასახვა, რაზეც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტში იყო საუბარი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში