საარჩევნო რეფორმის პროექტი ვენეციის კომისიას სავარაუდოდ, დღეს გადაეგზავნება

20 მაისი 2021, 11:58 1100 ნახვა

საარჩევნო კანონპროექტი ვენეციის კომისიას დღეს უნდა გადაეგზავნოს. რამდენიმე დღეში კი ოპოზიცია და უმრავლესობა ცესკოს წარმომადგენლებთან ერთად დოკუმენტში შეტანილი ცვლილებების განსახილველად შეიკრიბებიან. სამართლებრივი კუთხით დაიწყება საკომიტეტო მოსმენები. პარალელურად  კი ტექნიკურ საკითხებზე იმუშავებენ.

საარჩევნო რეფორმა სამი ტიპის ტექნოლოგიურ სიახლეს – სახის ამომცნობ პროგრამას, შტრიხკოდირებულ ბიულეტენებსა და მაღალი რეზოლუციის მქონე კამერის ქვეშ ხმების დათვლას მოიცავს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში