გურიაში, მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

20 მაისი 2021, 21:02 1080 ნახვა

გურიაში მეთერმეტე კლასის მოსწავლე გოგონამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ინფორმაცია თავდაპირველად "გურიატვმ" გაავრცელა, რომლის მოზარდი ოჯახის წევრებმა დილით ბოსელში ნახეს გარდაცვლილი. რას უკავშირდება მოზარდის სუიციდი, ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

 საგანმანათლებლო რესურსცენტრში სუიციდის სკოლასთან რაიმე კავშირს კი კატეგორიულად გამორიცხავენ. 

შინაგან სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში