საქართველოსა და აშშ-ს შორის საგრანტო შეთანხმებას ხელი მოეწერა

21 მაისი 2021, 11:17 1427 ნახვა

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ხელი მოეწერა საგრანტო შეთანხმებას „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“.

ხელმოწერის ცერემონია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში  გაიმართება.

აღნიშნული შეთანხმების შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს გამოუყოფს 67 მილიონი აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს, 330 მილიონი აშშ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობით.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შეთანხმება მიზნად ისახავს მაღალანაზღაურებად და ხარისხიანი დასაქმების შექმნას, ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერებას და დემოკრატიული მიღწევების განმტკიცებას.

"იგი მოიცავს არა ერთ სტრატეგიულ მიმართულებას, კონფლიქტების მოგვარებას, სოფლის მეურნეობის და კერძო სექტორის განვითარებას, კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიულ მმართევლობას, სამოქალაქო საზოგადოებას, საბაზისო განათლებას, სოციალურ სერვისებს და გარემოს დაცვას.

 

ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, მდგრად განვითარებას და დასავლური ორიენტაციის გაძლიერებას ემსახურება.

USAID-ი პირველ ეტაპზე დაახლოებით 67 მლნ დოლარის გრანტს გამოყოფს და ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება მისი 330მლნ დოლარამდე გაზრდა.

ჩვენი ქვენისადმი მხოლოდ  USAID-ის დახმარება შეადგენს მილირდ 800 მლნ დოლარს. უკვე განხორციელდა დაახლოებით 335 პროგრამა სოფლის მეურნეობის, ენერგეტიკის, ინფრასტურქტურის, გარემოსა და ჯანდაცვის მიმართულებით"-განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში