აშშ გააგრძელებს საქართველოს დახმარებას, სახელმწიფო ინსტიტუტების გასაძლიერებლად და გამოწვევების დასაძლევად - კელი დეგნანი

21 მაისი 2021, 11:29 1753 ნახვა

"შეთანხმება შესაძლებელს გახდის, რომ ამერიკელმა ხალხმა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საშუალებით 330 მილიონი დოლარი გამოყოს მომდევნო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მდგრადი განვითარებისთვის. ეს არის ჩვენი ერთობლივი ფასეულობების გამამტკიცებელი მხარდაჭერა და პროგრამა" - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, სადაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ხელი მოეწერა საგრანტო შეთანხმებას „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“.

კელი დეგნანის განცხადებით, ის გააძლიერებს საქართველოს გამძლეობას გარედან მომდინარე საზიანო ეფექტებისგან.

"გააძლიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ძლიერ ეკონომიკურ ზრდას მოიტანს და სამუშაო ადგილებსა და დასაქმების შესაძლებლობას შექმნის. ეს დახმარება ბევრი მიმართულებით შექმნის შესაძლებლობებს.

 ეს დახმარება ბევრ მიმართულებს შექმნის ქვეყანაში. ასევე ახალი მიმართულება შეიქმნება ენერგეტიკის მიმართულებით საქართველოში. საქართველო შეძლებს ენერგორესურსების დივერსიფიკაციას და რუსეთის დამოკიდებულებას შეამცირებს. ეს შესაძლებელს გახდის საქართველოს მოქალაქეებისთვის ხარჯების შემცირების მიმართულებით.

ჩვენ ამ მიმართულებით ახალ ინიციატივებს ვამუშავებთ, რათა გაიზარდოს ეკონომიკური შესაძლებლობები და გაიზარდოს ხალხთაშორისი ურთიერთობა, ასევე ეს მოიცავს ადმინისტრაციული საზღვრის მიღმა მყოფ თემებსა და საზოგადოებას.

 

ჩვენ გავაგრძელებთ ინვესტიციებს საბაზისო განათლებაში. იმ 7 მილიონის მიღმა, რომელსაც ვახორციელებთ USAID-ის პროგრამის ფარგლებში, რომელიც გასულ წელს დაიწყო. დაიწყება ახალი პროგრამა სამოქალაქო განათლების კუთხით, რაც სამომავლოდ შექმნის რესურსს, რომ კადრები ამ სფეროში მზად იყვნენ.

USAID დაეხმარება ქვეყანას ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე, რომ მეტი გამჭვირვალობა, მეტი ანგარიშვალდებულება არსებობდეს და ლიდერები ანგარიშვალდებული იყვნენ ხალხის წინაშე. და ბოლოს, ეს დაფინანსება შესაძლებელს გახდის, USAID-მა ახალი პროგრამები დააფინანსოს საქართველოში. მათ შორის  უმუშევრობის დონის შემცირებას, საწარმოების განვითარებას და გაფართოებას სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით.  ძალიან გვახარებს ეს ახალი პროგრამა, ახალი ფაზა ჩვენს ურთიერთობაში, რომელიც ეფუძნება იმ წინსვლას, რომელიც საქართველომ უკვე მიაღწია დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, საბაზრო ეკონომიკის განვითარების სივრცეში" - აცხადებს კელი დეგნანი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში