გელათი განადგურების პირასაა - ენმ

21 მაისი 2021, 14:46 967 ნახვა

“ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში ნადგურდება კულტურული ძეგლები, მათ შორის გელათის ტაძარი.

ნუგზარ წიკლაურის თქმით, 2014 წლიდან მმართველმა გუნდმა მიზანმიმართულად საერთაშორისო ექსპერტები ჩამოაშორა რესტავრაციის სამუშაოებს, რის გამოც ფრესკები დღითიდღე ზიანდება.

პარტიამ უკვე მიმართა საერთაშორისო ექსპერტებს დასახმარებლად. პარტიის წევრები ასევე ამბობენ, რომ ხელისუფლება მათ არ აძლევს მონიტორინგის საშუალებას.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში