ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ორი მოადგილე ეყოლება

21 მაისი 2021, 13:55 1824 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ორი მოადგილე ეყოლება.

საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, ცესკო-ს თავმჯდომარის ერთი მოადგილე და მდივანი არჩეული უნდა იყოს პარლამენტის მიერ ცესკო-ს წევრებიდან. კანდიდატურების დასახელების უფლება კი კომისიის არანაკლებ ორ წევრს ექნება.

ცესკო-ს თავმჯდომარის კიდევ ერთი წევრი არჩეული იქნება ოპოზიციური პარტიების მხრიდან, რომელიც თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის უფლებამოსილებას შეასრულებს.

ცესკო-ს დაკომპლექტების წესი დეტალურად არის გაწერილი საარჩევნო რეფორმაში, რომელიც გუშინ ვენეციის კომისიას გადაეგზავნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში