დარწმუნებული ვარ, უფრო მეტად გავაუმჯობესებთ იმ შედეგებს, რაც გასულ არჩევნებში გვქონდა - თორნიკე რიჟვაძე

22 მაისი 2021, 15:49 1558 ნახვა

თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით დარწმუნებული ვარ, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ იმ შედეგებს რაც გასულ არჩევნებში გვქონდა - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტიაში შესაბამისი კონსულტაციები უკვე დაწყებულია.

"მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თადარიგი დავიჭირეთ, მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით და დარწმუნებული ვარ, უფრო მეტად გავაუმჯობესებთ იმ შედეგებს რაც გასულ არჩევნებში გვქონდა.

დაწყებულია შესაბამისი კონსულტაციები, კანდიდატებთან მიმართებაში და დარწმუნებული ვარ, რომ საშტაბო მზადყოფნით ჩვენ შევძლებთ, პირველივე ტურებში დამაჯერებელ გამარჯვებას მივაღწიოთ ყველა მუნიციპალიტეტში.

წინასწარი კონსულტაციები გვაქვს, კანდიდატებთან დაკავშირებით, როგორც მერობის კანდიდატების ასევე საკრებულოს შემადგენლობის შესახებ. რაც რამდენიმე კვირაში, გახდება ცნობილი",- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში