ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებამდე პარტიაში საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არ არის - ირაკლი კობახიძე

22 მაისი 2021, 15:56 901 ნახვა

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებამდე პარტიაში საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არ არის.

მისივე თქმით, ჯერ დაგეგმილი არ არის არც პარტიის ყრილობა.

„არჩევნებამდე საკადრო ცვლილება არ არის დაგეგმილი. ჩვენ, პირველ რიგში, კონცენტრირებულები ვართ არჩევნებზე. სამომავლოდ, თუ ყრილობა გაიმართება, ყველაფერზე გადაწყვეტილებას პარტიის წევრები იღებენ. შესაბამისად, ამ შემთხვევაშიც ასე ვიმოქმედებთ. რაც შეეხება ყრილობას, ის არც მოკლევადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში არ არის დაგეგმილი. დანარჩენზე გადაწყვეტილებას პარტიის წევრები მიიღებენ“, - აღნიშნა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში