დაზიანებული ხიდი

22 მაისი 2021, 15:10 1914 ნახვა

ხელვაჩაურში,ზედა ჯოჭოს მცხოვრებლები,  სტიქიის შედეგად დაზიანებულ ხიდის აღდგენას ითხოვენ.

ყვებიან, რომ გასული წლის ოქტომბერში  უხვი ნალექის შედეგად, მდინარე ადიდდა და ხიდი წაიღო, შესაბამისად  მოსახლეობა მდინარის მეორე მხარეს დარჩენილი წისქვილით ვერ სარგებლობს, სოფელში ალტერნატიული ხიდი აქვთ, მაგრამ   წყლის დებეტი არასაკმარისია და ის ვერ ფუნქციონირებს  წყლის წისქვილით ჯოჭოში მცხოვრები 250-მდე ოჯახი სარგებლობს.

პრობლემის შესახებ იციან ხელვაჩაურის მერიაში. მერის ინფორმაციით გასულ თვეებში სოფელ  სატეხიაში და შარაბიძეებში დაზიანებული ხიდები  აღადგინეს,  უახლოეს მომავალში კი ზედა ჯოჭოს ხიდის მშენებლობა დაიწყება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში