ყველა მუნიციპალიტეტში და ქალაქში დამაჯერებლად უნდა გავიმარჯვოთ - ირაკლი ღარიბაშვილი

22 მაისი 2021, 16:30 1266 ნახვა

"ქართული ოცნების" ლიდერები რეგიონებში შეხვედრებს მართავენ. პოლიტსაბჭო წევრები დღეს აჭარაში პარტიის წევრებს შეხვდნენ.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, მმართველმა გუნდა არჩევნებისთვის მზადება უკვე დაიწყო.

"შევხვდით ჩვენი პარტიის აჭარის ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ხელმძღვანელებს, ჩვენს აქტივს. ჩვენ რეალურად დავიწყეთ უკვე მუშაობა, არჩევნებისთვის მზადება, ჩვენი მთავარი მესიჯია, რომ მაქსიმალური მობილიზება უნდა გავაკეთოთ არჩვენებამდე და ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში უნდა გავიმარჯვოთ დამაჯერებლად. ეს არის ჩვენი მთავარი დავალება, რომელიც ჩვენ მივეცით პარტიის აქტივს და რეგიონულ ხელმძღვანელობას.

ჩვენ გავაცანით ჩვენი პროექტები და გეგმები, მთავარი საზრუნავი უნდა იყოს ის, რაც ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს რეალურად აწუხებს. ამ პრობლემების გადაჭრაზე უნდა ვიყოთ ყველანი მომართული და არა რაღაც უსაგნო, უშინაარსო დებატებში და გაუთავებელ კინკლაობაში დავხარჯოთ დრო. ეს არის ჩვენი მთავარი მესიჯი, ძალიან კარგი განწყობაა და ყველა მუნიციპალიტეტში გავიმარჯვებთ დამაჯერებლად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში