კახა კუჭავას პასუხი ელჩებს

23 მაისი 2021, 18:17 1294 ნახვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების წერილს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებასთან დაკავშირებით წერილითვე უპასუხა. წერილში კუჭავა აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტი არ არის უფლებამოსილი, დაელოდოს 2022 წლის საგაზაფხულო სესიაზე განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებს და საბჭოში ხუთი ვაკანსია მომდევნო ერთი წლის განმავლობაში შეუვსებელი დატოვოს.

მისივე თქმით, კონსტიტუციის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი ვალდებულია, კანდიდატების შესარჩევი კონკურსი უახლოეს დღეებში გამოაცხადოს. დიპლომატიურმა კორპუსმა უზენაეს სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშვნების შეჩერების მოთხოვნით წერილი 21 მაისს გამოაქვეყნა.

ელჩებმა მმართველ გუნდს კიდევ ერთხელ შეახსენეს აღებული ვალდებულებები და ხაზი გაუსვეს, რომ მათ შესრულებაზე იქნება დამოკიდებული საქართველოსთვის ფინანსურ დახმარება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში