ენტონი ბლინკენი - აშშ მკაცრად გმობს ჟურნალისტ რომან პროტასევიჩის დაპატიმრებას

24 მაისი 2021, 11:52 808 ნახვა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ათენი-ვილნიუსის რეისის მიმართულების შეცვლისა და ჟურნალისტ რომან პროტასევიჩის დაპატიმრების ფაქტს. ჩვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ,“ - განაცხადა ბლინკენმა. „ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ ჩადენილმა ამ შოკისმომგვრელმა ქმედებამ საფრთხე შეუქმნა 120-ზე მეტ მგზავრს, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეებს. ინფორმაცია ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურების მონაწილეობისა და ბელარუსის სამხედრო თვითმფრინავის გამოყენების შესახებ ღრმად შემაშფოთებელია და მოითხოვს სრულ გამოძიებას“, - აცხადებს სახელმწიფო მდივანი.

შეგახსენებთ, მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დააკავეს. თვითმფრინავი, რომელიც ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა ბელარუსის აეროპორტში ავარიულად დაეშვა.

ქვეყნის ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით, თვითმფრინავი ბორტზე მყოფი ჟურნალისტის დაპატიმრების მიზნით დასვეს. ბელარუსის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით კი, თვითმფრინავი ბორტზე არსებული ბომბის საფრთხის გამო დაეშვა მინსკში, თუმცა იქ ასაფეთქებელი ნივთიერებები არ აღმოჩნდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში