კომიტეტებში ამნისტიის კანონპროექტის განხილვა გრძელდება

24 მაისი 2021, 18:33 1260 ნახვა

მანამდე კი ადამიანის უფლებათა დაცვის  კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ოცნების კანონპროექტს მიუხედავად ოპოზიციის წინაამღდეგობისა. კომიტეტზე რამდენჯერმე მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება მმართველ გუნდა და ოპოზიციას შორის. ჩხუბი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც ლელოს ერთერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ ქართული ოცნება საკუთარი კანონპროექტით ბიძინა ივანიშვილის და 20 ივნისის ღამეს ბრძანების გამცემ ჩინოვნიკებზე ხელის დაფარვას ცდილობს. კენჭისყრაზე დადგა ოპოზიციის მიერ მომზადებული ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც დღეს შალვა შავგულიძემ წარადგინა. ოპოზიციის ვერსია კენჭისყრაზე ჩავარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში