თავდაცვის სამინისტროს განცხადება

12 ნოემბერი 2016, 00:00 3596 ნახვა

თავდაცვის სამინისტროს  ინფორმაციით,  ბაგრამის ბაზაზე აფეთქების შედეგად საქართველოს შეიარაღებული ძალების არცერთი სამხედრო მოსამსახურე არ დაშავებულა.  უწყების ცნობით, აფეთქება ავღანეთში ამერიკულ ბაზაზე,  დღეს დილით მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ე.წ. ავღანური ბაზრის ტერიტორიაზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა ხელნაკეთ ნივთებს და სხვადასხვა საქონელს ყიდის დილის 5 საათზე ამოქმედდა.  დაიღუპა 4 და სხეულის დაზიანებები მიიღო მტკიცე მხარდაჭერის მისიის კოალიციური ძალების 14-მა ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურემ. დაღუპულთა და დაშავებულთა შორის არ არიან საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედროები. ბაზა ბაგრამზე უსაფრთხოების გაძლიერებული ზომებია მიღებული- ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს  განცხადებაში.  

ამავე კატეგორიაში